Wednesday 29 October 2014

მეშვიდე დღე

დღეს ისეთი დაღლილები ვართ ყველანი, ვეღარ ვაზროვნებთ :) მაგრამ მაინც ვიმუშავეთ. გავაგრძელეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება, დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების შესახებ. ასევე, გავეცანით საავტორო უფლებების შესახებ პრეზენტაციას. ჩვენ მიერ გადმოწერილი სურათების ლინკები ჩავსვით ფაილში.
გმადლობთ!

Sunday 26 October 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს გავიხსენეთ Google-დან სურათების გადმოწერა, PowerPoint-ში სლაიდების აწყობა. გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და ავტვირთეთ ბლოგზე.
გმადლობთ!




Saturday 25 October 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

მოგესალმებით! მოკლედ, ძალიან მომწონს ინტელის Viewer. იმდენი მასალაა, ისეთი საინტერესო, რომ ,,ინტერნეტში ვიკარგები" :) დღეს გავეცანით მოსწავლეთა ნამუშევრებს და შეგვექმნა წინასწარი ვარაუდები, თუ როგორი შეიძლება იყოს ჩვენი მოსწავლეების საბოლოო ნამუშევრები. ასევე, გავეცანით შეფასების მრავალფეროვან რუბრიკებს და თავადაც გავაკეთეთ შეფასების დროის ჩარჩო. ამ ფორმების გამოყენებით, მასწავლებლებს ეძლევათ უდიდესი შესაძლებლობები მოსწავლეთა შეფასებისას.
ვისწავლეთ Google Drive-ის კიდევ ერთი შესაძლებლობა, სტატისტიკური მონაცემების შეგროვების ფორმების გაკეთება, გაგზავნა და გამოქვეყნება ბლოგზე. დამეთანხმებით, ძალიან საინტერესო და საჭირო საკითხია.
გმადლობთ! ხვალამდე :)




Sunday 19 October 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

დღესაც საინტერესო დღე იყო, დატვირთული და პროდუქტიული. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების უამრავ ნიმუშს, სხვადასხვა საგანთან და ასაკობრივ ჯგუფთან მიმართებაში. ჩვენი საპროექტო თემის მიხედვით, თავადაც შევადგინეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. გავაცანით ერთმანეთს, მივიღეთ რჩევები ტრენერისგან და კოლეგებისგან. თანამშრომლობა ხომ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გამოცდილების გაზიარების და იდეების გენერაციის.
გავიხსენეთ ბლოგზე გვერდების დამატება, სურათებისა და ვიდეოების ჩასმა (თუმცა მე მახსოვდა :) ).
სამწუხაროდ, ბოლოს სინათლე გამოირთო და ვეღარ მოვასწარით შეფასების ინსტრუმენტების განხილვა. ამიტომ დავალებად გვაქვს სახლში წავიკითხოთ.
მჯერა, რომ ყველაფერი გამოგვივა. ,,მე გადმოვცურავ ზღვას"...





Saturday 18 October 2014

პროექტებით სწავლების მესამე დღე - რეფლექსია

მოგესალმებით! დღეს 18 ოქტომბერია. ინტელის ტრენინგების მსმენელი ვარ. დიდი ხანია მინდოდა ამ ტრენინგებში მონაწილეობა. ძალიან გამახარა ჩვენი საუკეთესო ტრენერის, თამუნას ზარმა :)
ინფორმაციული და საინტერესო დღე იყო. შევქმენით ბლოგი, გავეცანით მრავალფეროვან რესურსებს ინტელის Viewer-ის დახმარებით.
ჩემი საპროექტო იდეაა ,,დავეხმაროთ მარტოხელა მოხუცებს" (მონაცემთა ანალიზი - მათემატიკა - III კლასი). გავეცანით Google Drive-ის შესაძლებლობებს, Word-ის დამატებით ფუნქციებს. ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონზე. გავაკეთე ჩემი პროექტის ბუკლეტი, რომელიც ტრენერმა ამობეჭდა და ნიმუშის სახით აჩვენა მსმენელებს. ძალიან მომეწონა, თუმცა ცოტა დაუსრულებელი კი იყო. არა უშავს, დღეს აუცილებლად დავამთავრებ სახლში და ხვალ ვაჩვენებ თამოს :)
პროექტებს მანამდეც ვაკეთებდი, მაგრამ ვხვდები, რომ ახლა უფრო დაწვრილებით, მიზანმიმართულად და სრულყოფილად დავგეგმავ ჩემს მომავალ პროექტებს.
გმადლობთ!