Sunday, 2 November 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ბოლო დღეა :) სასიამოვნო დღეა. ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გავაცანით ჩვენი 9 დღიანი მუშაობის შედეგი. ძალიან საინტერესო პროექტები მოვისმინე. გავუზიარეთ გამოცდილება, რჩევები.
ტრენინგის შედეგად ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად, სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შეფასების მიზნით; როგორ მოვამზადო და წარმოვადგინო ჩემი ნამუშევრები, როგორ გავუზიარო ჩემს კოლეგებს კონსტრუქციული უკუკავშირი; მოვამზადეთ და წარმოვადგინეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოები, შევაფასეთ ინტელის ძირითადი კურსი, რომელსაც მომავალში აუცილებლად ძალიან აქტიურად და მიზანმიმართულად გამოვიყენებ.
მანამდეც ვახორციელებდი სასწავლო პროექტებს, მაგრამ ამ კურსის შემდეგ, უკეთ მივხვდი რა როგორ უნდა გავაკეთო, როგორ უნდა დავგეგმო პროექტი, როგორ განვახორციელო, რა რესურსებია საჭირო ამისათვის და რა ნაბიჯები უნდა გავიარო.
ძალიან დიდი მადლობა ინტელს, მასწავლებლის სახლს და ჩვენს უსაყვარლეს, უჭკვიანეს ტრენერს თამუნა რუაძეს!
ვიმედოვნებ, კიდევ უფრო საინტერესო ტრენინგები გველოდება წინ :)
პ.ს. იმედი მაქვს სერტიფიკატს ვიმსახურებ :)


ეს ლამაზი ორქიდეები თამოს :*

Saturday, 1 November 2014

მერვე დღის რეფლექსია

მოგესალმებით!
დღეს კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენ მიერ დამუშავებულ რესურსებს. ჩავასწორეთ, დავამატეთ მასალები. ასევე, ვისწავლეთ ბლოგზე საინტერესო და საჭირო გაჯეტების ჩასმა, ლინკების გავლება და დაკავშირება სხვა გვერდებთან. ბლოგზე Google Drive-დან ავტვირთეთ ჩვენი პროექტის ყველა რესურსი.
გემშვიდობებით ხვალამდე! ხვალ ტრენინგის ბოლო დღეაააააა :)